Wednesday, November 18, 2009

1. პროექტის სახელი : “ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”

2. პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაკარგული ტერიტორიების შესახებ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციების მოძიება.

3. პროექტის სრული აღწერა: ჩვენი ქვეყნის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო, გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველებისათვის ეს პერიოდი “ოქროს ხანად” არის წოდებული. შამწუხაროდ, მას შემდეგ იწყება დაღმასვლა. დავკარგეთ ტერიტორიები. დღესდღეობით საქართველოს ორი ულამაზესი კუთხე: აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ვფიქრობ, ეს პრობლემა დღეს ძალზე აქტუალურია. პროექტის მიზანიც სწორედ ამას ითვალისწინებს: მომავალ თაობებს არ დავავიწყოთ საქართველოს ეს ორი ძირძველი და მართლაც საოცრად ლამაზი კუთხე: აფხაზეთი და ოსეთი.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აფხაზეთსა და ოსეთზე. მოიპოვებენ ამ მხარეების შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, ისტორიულ ცნობებს. შეადარებენ სხვა კუთხეებს,გაარკვევენ სახელის ისტორიას, დაადგენენ გეოგრაფიულ მდებარეობას. აღწერენ ამ კუთხეების ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს,. მოიპოვებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. ინფორმაციას დაურთავენ ფოტო და ვიდეო მასალას.

4. მოსწავლეთა ასაკი: V, VI, VII კლასი

5. ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება და გაანალიზება, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაცია, მიღებული შთაბეჭდილებების გააზრებით წერითი ჩანახატების შესრულება. ფოტო და ვიდეო მასალების შეგროვება და გამოფენა. ჟურნალის შექმნა, პოეზიის საღამოს მოწყობა. ბლოგზე ნამუშევრების განთავსება.

7. მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ შექმნან ჟურნალი (ელექტრონული ან ბეჭდური), ფოტო ალბომი, კედლის გაზეთი, ვებ-გვერდი.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის აქტიური მონაწილეები გაიმდიდრებენ ცოდნას ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში. თანატოლებს გაუზიარებენ მოპოვებულ ინფორმაციას და გააცნობენ პროექტს ინტერნეტის საშუალებით.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული: კვლევის, ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტერეტურულ-სტილისტური ჩვევების გაღრმავება, გაუმჯობესება. შექმნიან ესსეებს, ჩანახატებს. გამოუმუშავდებათ ძირითადი უნარები. (ტექსტის შედგენა, ლიტერატურულ წყაროებზე მუშაობა) ხელოვნება: შექმნიან ალბომებს. იტორია: გაეცნობიან ისტორიულ წარსულს, შეადგენენ რუკებს, ცხრილებს. გეოგრაფია: გაარკვევენ გეოგრაფიულ მდებარეობას. ინფორმატიკა: გამოიყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიურ საშუალებებს.

12, პროექტის ფასილიტატორი: ინგა დანელია.

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ingadanelia@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ. გვერდი / ბლოგი: ingadanelia.blogspot.com